logo
ENG



უკრაინა რუსეთს აზოვსტალში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

12 მაი 202200:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/jjrpncv6iiaaf2s.jpg

უკრაინა რუსეთს აზოვსტალში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. 

უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, საომარი გზით აზოვსტალის დებლოკადა შეუძლებელია, ვინაიდან აზოვსტალის დამცველებს ტყვედ ჩავარდნა არ სურთ.

ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთი აზოვსტალზე ბლოკადის მოხსნას არ თანხმდება. 

"ეს რეალობაა, თუმცა, რუსების მხრიდან ეს მოულოდნელი არ არის. 

რა უნდა ვქნათ? 

მთავრობა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. არც ერთი მათგანი არ არის სრულყოფილი, თუმცა, ჩვენ ვეძებთ არა იდეალურ, არამედ სამუშაო ვარიანტს. 

პირველ ნაბიჯად რუსებს ასეთი გაცვლა შევთავაზეთ: 

მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებს აზოვსტალიდან გამოვიყვანთ ჰუმანიტარული დერეფნით, ამავდროულად, სამხედრო ტყვეებს გავცვლით გაცვლის სტანდარტული მეთოდით. 

შეთანხმება მიღწეული ჯერაც არ არის, მოლაპარაკებები გრძელდება". - ამბობს ირინა ვერეშჩუკი

აზოვსტალში ასობით დაჭრილი ჯარისკაცია, რომლებსაც მკურნალობის საშუალება არ აქვთ და ინფექციების საფრთხის წინაშე არიან. ფოლადის ქარხანა ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ის 1-ლი მარტიდან ბლოკირებულია. რამდენიმე დღის წინ ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანეს მოქალაქეები, რომლებიც ქარხანას თავს 2 თვე აფარებდნენ. 


close დახურვა